ეროვნული არქივის შენობასთან, იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. აქცია იმ დროს გაიმართა, როდესაც თავად მინისტრი შენობის შიგნით პატიმართა რეაბილიტაციის 5 წლიანი პროგრამის მუშაობის შედეგების შესახებ პრეზენტაციას მართავდა.
აქციის მონაწილეების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ სცნო, მათი თანამდებობზე აღდგენა ამ დრომდე არ მომხდარა.
„უკანონოდ გამოშვებულმა თანამშრომლებმა მოვიგეთ სასამართლო დანაშაულის პრევენციის ცენტრის წინააღმდეგ, თუმცა დანაშაულის პრევენციის ცენტრი არ ასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას და მინისტრის ერთადერთი განცხადება ამასთან დაკავშირებით იყო, რომ შეისწავლის საქმეს. საქმეს არანაირი შესწავლა არ უნდა, იმიტომ რომ საქმემ გაიარა სასამართლოს სამივე ინსტანცია, ანუ ყველაფერი უკვე შესწავლილია და დამტკიცებულია, რომ ჩვენ ვართ უკანონოდ გათავისუფლებული,“ - აცხადებს აქციის მონაწილე თამაზ ახობაძე.