20 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
არ გამოაყენებინონ საფრანგეთი ბატონ ივანიშვილს კრიმინალური ქონების სათბურად - ნათელაშვილი საფრანგეთს მიმართავს

,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი საფრანგეთის პრეზიდენტს მიმართავს არ დაუშვას ივანიშვილმა ქონება აშშ-დან საფრანგეთში გადაიტანოს.

კონგრესის მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტში, სადაც ოლიგარქების მიმართ გარკვეული სანქციები დაწესდება, ბიძინა ივანიშვლიც ფიგურირებს. ამის შესახებ ,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა ბიფინგზე განაცხადა.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ივანიშვილი, სანქციების აცილების მიზნით, საკუთარი ქონების ამერიკიდან საფრანგეთში გადატანას ცდილობს.

,,იგრძნო, რა მოახლოებული საფრთხე საქართველოს დე-ფაქტო მმართველმა სასწრაფოდ დაიწყო ქონების გადმოტანა აშშ-დან საფრანგეთის რესპუბლიკაში.


დღეს მივმართეთ საფრანგეთის პრეზიდენტს არ გამოაყენებინონ ჩვენი მეგობარი საფრანგეთი ბატონ ივანიშვილს კრიმინალური ქონების სათბურად“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები