19 აპრილი 2024,   23:05
ვრცლად
დაკავებულია მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას მისი თანაგუნდელი, დავით საყვარელიძე ავრცელებს. "კურიერის" ინფორმაციით უკრაინულმა სპეცრაზმმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მის ოფისთან მდებარე ერთ-ერთ რესტორანში აიყვანა.

ამ დრომდე უცნობია კონკრეტულად, რომელმა უწყებამ დააკავა სააკშვილი და სად გადაჰყავთ ამ წუთებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. ადვოკატები "კურიერთან" საუბრისას აცხადებენ, რომ პროკურატურასთან ცდილობენ იმის გარკვევას, თუ სად წაიყვანესანეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

"ახლა ვმუშაობთ. ჩვენთვის უცნობია ადგილი, თუ სად მიიყვანეს. ვცდილობთ გავარკვიოთ. ვიცით, რომ საზღვრის დაცვის სამსახურმა დააკავა სადილის დროს. ჯერ არ გეტყვით, მოახდენენ თუ არა დეპორტაციას. ვცდილობ, ეს ყველაფერი ახლა პროკურატურასთან გავარკვიო,"-აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი, პაველ ბოგომაზოვი.

დღის ამბები