საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკი აცხადებს, ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ სააკაშვილი უკრაინაში საქართველოში მის მიმართ არსებული ბრალდებების გამო დაეკავებინათ.
"რამდენადაც ვიცი, თუ არ მეშლება არ არის ეს დაკავება საქართველოში წარდგენილი ბრალდებების გამო, უკრაინას თავის ბრალდებები აქვს სააკაშვილთან. ჩვენ მართლმსაჯულებასაც პრობლემები აქვს სააკაშვილთან საზოგადოებას უამრავი კითხვები აქვს. მთავარია კანონი აღსრულდეს, მართლმასაჯულება არის მთავარი, რომელიც განსაზღვრავს მომავალს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით“-განაცხადა ვოლსკიმ.