„იყო სამი მიკროავტობუსი. როგორც ამოიცნეს, ეს იყო საემიგრაციო სამსახური, ასევე, პერიმეტრს იცავდა ნაწილობრივ პოლიცია, რამდენადაცთვითმხილველები ამბობენ,“ - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე საათის წინ უკრაინაში დააკავეს. ხატია დეკანოიძის თქმით, მისმა თანაგუნდელებმა არ იციან, ზუსტად, სად მიჰყავთ სააკაშვილი.
ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი აეროპორტისკენ წაიყვანეს.
„ასევე არის ინფორმაცია, რომ იქნება მესამე ქვეყანაში, ანუ იმ ქვეყანაში, დეპორტი საიდანაც შემოვიდა, ანუ რეადმისიის დავუშვათ ხელშეკრულება,“ - განაცხადა დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი რეადმისიით პოლონეთში გაამგზავრონ.