უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და მისი ქვეყნიდან გაძევების მიზეზებს განმარტავს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილს შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააცნეს იმის შესახებ, რომ იგი უნდა დაებრუნებინათ პოლონეთში, ქვეყანაში, საიდანაც სააკაშვილი ბოლოს უკრაინაში შევიდა. უწყების ცნობით, სწორედ ამ დროს სააკაშვილის გარემოცვის წევრები თავს დაესხნენ სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებს და ისინი იძულებული გახდნენ თავი დაეცვათ და ძალა გამოეყენებინათ.
უწყება განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, სააკაშვილი უკანონოდ იმყოფებოდა უკრაინაში და ყველა იურიდიული ფორმალობების დაცვით, იგი დააბრუნეს ქვეყანაში, საიდანაც ჩავიდა უკრაინაში.