20 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
,,პოროშენკო ანგრევს ქვეყანას, სურს მომიშოროს"- სააკაშვილი ევროკავშირსა და მერკელს მიმართავს

მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირსა და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს მიმართავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გერმანულ გამოცემა ,,ბილდთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ ევროკავშირი და პირადად ანგელა მერკელი ზომებს არ მიიღებენ უკრაინა განადგურდება.


"პოროშენკო ანგრევს ამ ქვეყანას და სურს მომიშოროს, რადგან მას კორუფციაში ვამხელ“ - აცხადებს უკრაინის ოპოზიციის ლიდერი ,,ბილდთან“ ინტერვიუში.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მისი გატაცების და უკრაინიდან გაძევების უკან სწორედ პეტრო პოროშენკო დგას.

დღის ამბები