სამწუხაროდ უკრაინელებმა არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება - ამ განცხადებით, ,,შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინიდან გაძევების ფაქტს გამოეხმაურა.
დავით უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ უკრაინელებისგან განსხვავებით, პოლონელები მაინც გაითვალისწინებენ სააკაშვილთან დაკავშირებით ქართული მხარის გაფრთხილებებს.
უსუფაშვილის განცხადებით, სამწუხარო სანახავი იყო სააკაშვილის ძალისმიერი მეთოდებით დაკავების კადრები, თუმცა მისი თქმით, ეს გზა სააკაშვილმა აირჩია.
,,კადრებში რაც ვიხილეთ, როდესაც საქმე ეხება ყოფილ პრეზიდენტს ეს არის შეურაცხმყოფელიც, დამაფიქრებელიც, სამწუხაროდ ეს გზა აირჩია საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება მის პოლიტიკურ მომავალს, სამწუხაროდ უკრაინელებმა არ გაითვალისწინეს ჩვენი გაფრთხილება, იმედია, ახლა პოლონელები მაინც გაითვალისწინებენ,“-განაცხადა უსუფაშვილმა.