შინაგან საქმეთა მინისტრი თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსს შეხვდა. მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
გიორგი გახარიამ და სელამი ალთინოქსმა შეხვედრაზე ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, ტრეფიკინგის, ტერორიზმის, ორგანიზებული და სხვა სახის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს.