მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაკავებას და პოლონეთში იძულებით გამგზავრებას უკრაინელი პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. იულია ტიმოშენკომ წერილით მიმართა პრეზიდენტ პოროშენკოს და ქვეყანაში რეპრესიების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
უკრაინელი პოლიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ დიქტატურა საკონცეტრაციო ბანაკებით კი არ იწყება, არამედ ლიდერთა ამორალობით, რომლებიც სიმართლის წითელ ხაზს ცდებიან და ბნელ მხარეს გადადიან.
პეტრო პოროშენკო ,,ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში გააკრიტიკა ლვოვის მერმა. ანდრეი სადოვოიმ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და ქვეყნიდან გაძევებაშიც მთელი პასუხისმგებლობა პრეზიდენტს დააკისრა.
"საკაშვილთან მეგობრობით ტრაბახი, როდესაც ამას დივიდენდები მოაქვს, სახელმწიფოსა და სამოქალაქო ინსტიტუტების დამცირება, როდესაც მეგობარი არასაჭირო ადამიანი ხდება და არასასიამოვნო განცხადებების გაკეთებას იწყებს- ეს ყველაფერი კი ნამდვილი ქურდებისა და შიდა მტრების ფონზე ხდება. ზუსტად ეს არის დღევანდელი ხელისუფლების აშკარა სახე"- წერს ლვოვის მერი.