საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარი, კლერ ვუდი მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლეს შეხვდა და საქმესთან დაკავშირებით დეტალები მოისმინა.
ევროპელი პოლიტიკოსი ჩაბუქის ოჯახს მხარდაჭერას უცხადებს და იმედოვნებს, რომ მისი ექსტრადირება თურქეთში არ მოხდება.
„ის, რის გამოც მე დღე ამ კოლეჯში ვიმყოფები არის ჩაბუქის საქმე. ევროპარლამენტარები ამ საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ინტერესით აკვირდებიან. ჩვენ გვინდა, რომ ჩაბუქი ოჯახს დაბრუნდეს და კვლავ გააგრძელოს კოლეჯში მოღვაწეობა,“ - აცხადებს კლერ ვუდი.
ევროპარლამენტართან შეხვედრით კმაყოფილია მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე. თუბა ჩაბუქი და აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან გახმოვანებული მესიჯი საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩაბუქის საქმისთვის.
ევროპარლამენტარი დემირელის კოლეჯში იმყოფებოდა. შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და კოლეჯის პედაგოგები ესწრებოდნენ.