20 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
რუსული ოკუპაცია და მოსკოვის აგრესიული პოლიტიკა - ოპოზიციის წევრები ევროპელ დეპუტატებს შეხვდნენ

რუსული ოკუპაცია და მოსკოვის აგრესიული პოლიტიკა მეზობლების მიმართ - ეს არის საკითხები, რომელზეც ოპოზიციის ლიდერებმა დღეს ევროპელ დეპუტატებთან ისაუბრეს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის, ევრონესტის ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სხდომა იმართება პარლამენტში. შეხვედრაზე ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შედეგებსაც განიხილავენ.

„არსებობს მთელი რიგი პრობლემები, თუმცა უმთავრესი უსაფრთხოების პრობლემაა, რომელიც რუსეთის ქმედებებს უკავშირდება. ამ გამოწვევის წინაშე დგას სამივე ქვეყანა, საქართველოც, მოლდოვაც და უკრაინაც. ჩვენ სახეზე გვაქვს  რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინაში. ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა რუსეთის მხრიდან. ეს ნომერ პირველი პრობლემაა, თუმცა არსებობს სხვა სადავო საკითხები, რომელიც პოლიტიკურ ნაწილს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ სამივე ქვეყანაში რეფორმები წარმატებით ხორციელდება, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები სასამართლო სისტემაში, ვფიქრობ, რომ სასამართლო არ არის სრულიად დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან. არსებობს კითხვები კორუფციასთან ბრძოლის საკითხზე,“ - განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა დარიუს როზეტმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ფორუმზე იგეგმება იმ პრობლემებზე საუბარი, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს ეხება. მათ შორის, საუბარი შეეხება უვიზო რეჟიმს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

დღის ამბები