უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა და საქართველოს მოქალაქეობა აღადგინა. ინფორმაცია უკრაინის მთავრობის წევრმა ოკუპირებული ტერიტორიების მინისტრის მოადგილემ, იური გრიმჩაკმა დაადასტურა.
ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობა 2014 წლის დეკემბერში მიიღო და უკრაინის მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, მოგვიანებით მან ეს პოსტი დატოვა.