20 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
დამაბრუნეთ უკრაინაში, მინდა, რომ უკრაინაში გამასამართლონ - მიხეილ სააკაშვილი

„დამაბრუნეთ უკრაინაში. მინდა, რომ უკრაინაში გამასამართლონ“ - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინის ოპოზიციის ლიდერმა უკრაინელებს მიმართა.

„ჩემო უკრაინელებო, თქვენ პათოლოგიური მატყუარები გმართავენ. ისინი არ იმსახურებენ უკრაინისნაირ დიად ქვეყანას მართავდნენ. პეტრო პოროშენკოს ჩემი ეშინია, ვინაიდან ჩემი მოსყიდვა შეუძლებელია,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, რესტორან "სულგუნში", უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა აიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

მოგვიანებით, უწყებამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ სააკაშვილი პოლონეთში გააძევეს, საიდანაც 2017 წლის სექტემბერში პასპორტის გარეშე გადაკვეთა უკრაინის საზღვარი. რეადმისიის პროცედურების მიხედვით, პირი იმ ქვეყანაში უნდა დააბრუნონ, საიდანაც მან არალეგალურად გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი.

დღის ამბები