20 ნოემბერი 2024,   13:11
ვრცლად
საქართველოს პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას პოლონეთს სთხოვს

მთავარ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თხოვნა პოლონეთში გაგზავნილი აქვს. უწყებაში განმარტავენ, რომ პოლონეთის შესაბამის უწყებებს ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ აგვისტოში მიმართა და მიმართვა ძალაში რჩება.

„მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ პოლონეთის კომპეტენტურ უწყებებს 2017 წლის აგვისტოში მიმართა, რის შესახებაც პროკურატურამ შესაბამისი ინფორმაცია გაავრცელა.

"ძებნილ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას, როგორც ყველა სხვა ძებნილი პირის შემთხვევაში, კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან და ახორციელებს კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცედურას სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.

"რაც შეეხება საქმის სხვა დეტალებს, სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე დამატებით კომენტარი არ გაკეთდება,“ - განაცხადა პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნათია სუხიაშვილმა. 

დღის ამბები