მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი პოლიტიკოსების შავი სიის შექმნის ინიციატივით გამოდის.
ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს ვარშავაში, საერთაშორისო მედიისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე, გააკეთა.
სააკაშვილის თქმით, შავ სიაში, რომელიც ე.წ. "მაგნიტსკის სიის" ანალოგი უნდა იყოს, ის პოლიტკოსები უნდა შევიდნენ, ვინც უკრაინაში კორუფციასა და სახელისუფლებო ინსიტიტუციების ნგრევაშია ბრალდებული.
"მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად მოვახერხებთ მასობრივი გამოსვლების ორგანიზებას და სახლში გავისტუმრებთ ოლიგარქებს. დიახ, ისინი ძლიერები არიან, დიახ, ისინი ადვილად არ დათმობენ ძალაუფლებას, მაგრამ როცა უამრავი ხალხი გამოვა, მათ არავინ ჰკითხავს, უნდათ თუ არა წასვლა, ამის გაკეთება მოუწევთ.
"მე ვიმუშავებ ევროპარლამენტარებთან, ჩვენ შევადგენთ „მაგნიტსკის სიის“ მსგავს სიას უკრაინელი ოლიგარქებისთვის,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში გამართულ ბრიფინგზე.