20 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
ივანიშვილს რა შეუძლია? იყიდა მთელი პოლიტიკური სპექტრი - მიხეილ სააკაშვილი

„მე დავბრუნდები უკრაინაშიც და საქართველოშიც, დამთავრდება ოლიგარქების ბატონობა ბევრად უფრო ჩქარა, ვირე ბევრს წარმოუდგენია,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, არჩევანის ეთერში გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ორივე ქვეყნის მოსახლეობა უპერსპექტივობის გამო დაიღალა. მისი თქმით, არცერთ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არ ვითარდება.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლების მიერ რეადმისიით პოლონეთში გაშვებას ეხმაურება. მისი თქმით, ახლა უკვე ვარშავადან იბრძოლებს ორივე ქვეყნის ინტერესებისთვის.

„ლაზიკა არ იყო ის პროექტი, რომელსაც დასცინოდნენ, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტს არ ებრძოდა ეს ბნელეთის მოციქული? არცერთი ახალი პროექტი მათ არ შეუქმნიათ... ივანიშვილს რა შეუძლია? - იყიდა მთელი პოლიტიკური სპექტრი, რა თქმა უნდა, ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერასდროს ვერ მიყიდის მე იმიტომ, რომ ფულზე არ ვიცვლები, ჩემი მეგობრები ფულზე არ იცვლებიან,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

დღის ამბები