20 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს ქვემო ფონიჭალაში საბავშვო ბაღის შეჩერებულ მშენებლობასთან დაკავშირებით ბაღების სააგენტო პასუხობს

"ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს ქვემო ფონიჭალაში საბავშვო ბაღის შეჩერებულ მშენებლობასთან დაკავშირებით ბაღების სააგენტო ეხმიანება. უწყების ინფომრმაციით, სამშენებლო კომპანია "ტრანსმშენს," რომელსაც საბავშვო ბაღის შენობა ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში უნდა დაესრულებინა, ხელშეკრულება გაუქმებული აქვს. შეუსრულებელი ვალდებულებების გამო კი 180 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრა. სააგენტოს ინფორმაციითვე, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ახალი ტენდერი იმ კომპანიის გამოსავლენად, რომელიც შეძლებს მშენებლობის დასრულებას. ბაღის შეჩერებული მშენებლობის გამო "ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის მერია გუშინ თანხების გაფლანგვაში დაადანაშაულა.

დღის ამბები