20 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" მერიაში კადრების შესარჩევ კომისიაში ჩართვას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" მერიას ინიციატივით მიმართავს. პარტია ითხოვს იმ საკონკურსო კომისიაში, რომელიც ახალი კადრების შერჩევის მიზნით უნდა შეიქმნას,  ოპოზიცია და არასამთავრობოები ჩართონ.

"არ გვაქვს ილუზია, რომ ბატონი კალაძე და "ოცნების ხელისუფლება" ნამდვილად კომპეტენტური და პროფესიონალური ნიშნით შეარჩევენ ადამიანებს და ის ადამიანები,რომლებიც პროფესიონალები არიან არ აღმოჩნდებიან სამსახურს მიღმა"-განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მარიკა დათუკიშვილმა.

მისი თქმით, კალაძის განკარგულებით იქმნება  საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო და შპს "მწვანე ქალაქი“-ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ახალშექმნილ სამსახურებში კადრების შერჩევა და დასაქმება სრულიად გაუმჭვირვალე იქნება.  

ოპოზიციიის ინიციატივას თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა უპასუხა. ბენდელიანმა განცხადა, რომ ისინი მზად არიან ნებისმიერი განსხვავებული აზრის ოპონენტებთან ითანამშრომლონ.

22 თებერვალს მერიაში რეორგანიზაციის პროცესი სრულდება.

დღის ამბები