პოლონეთი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს არ განიხილავს - ინფრომაციას რუსული მედია ავრცელებს.
”რია ნოვოსტის” ცნობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირებაზე საქმეს არც პოლონეთის გენერალური პროკურატურა და არც ვარშავის საოლქო პროკურატურა აწარმოებს.
ოფიციალური განცხადებები ამ თემაზე, სააგენტოსთან საუბარში, ორივე უწყების წარმომადგენლებმა გააკეთეს.
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით ქართულმა მხარემ პოლონეთს 2017 წლის აგვისტოში მიმართა. პოლონეთის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ექსტრადირების საკითხს ვარშავის საოლქო პროკურატურა სწავლობს, თუმცა უწყების პრეს-მდივანმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.