20 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
"ქართველები ნამდვილად სანდო პარტნიორები არიან," - გერმანიის თავდაცვის მინისტრი

ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. შეხვედრაზე განიხილავენ იმ საკითხებს, რომლებიც სავარაუდოდ, ალიანსის სამიტის დღის წესრიგში შევა. მინისტერიალის ფარგლებში კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე არ იქნება საუბარი, თუმცა ნატოს სამიტთან დაკავშირებით, რომელიც ზაფხულში გაიმართება განცხადებები გააკეთეს სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ დეიენი ამბობს, რომ გერმანიის მხარეს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებს.

„შეუძლებელია იმის დავიწყება, როგორ დაგვიდგნენ გვერდში ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, როდესაც ჩვენს საკონსულოზე თალიბანმა თავდასხმა განახორციელა. ამისთვის უაღრესად მადლიერი ვართ. ქართველები ნამდვილად სანდო პარტნიორები არიან და ყოველთვის დახმარების ხელს გიწვდიან. შესაბამისად ამ თემებს აუცილებლად დავაყენებთ სამიტზე,“ - განაცხადა ურსულა ფონ დერ დეიენიმ.

განცხადება გააკეთა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა პეტერ გაიდოვსიმაც.

„საქართველოს ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა აქვს, რადგან ჩვენი კარგი მეგობარია. კარგად მიმდინარეობს შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და მოდერნიზების პროცესი. გარდა ამისა, თქვენი ქვეყანა სერიოზულ პარტნიორობას გვიწევს ავღანეთისა და ერაყის მისიებში. ყველა მოკავშირე მადლიერია იმ დიდი სამუშაოებისთვის, რაც ქართველებმა შეასრულეს,“ - პეტერ გაიდოსიმ.

უკრაინის ელჩი ნატოში, ვადიმ პრისტაიკო ამბობს, არსებობს მოლოდინები იმის შესახებ, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან.

„ნატოსთან უკვე გვაკავშირებს გაძლიერებული თანამშრომლობა. საქართველოს აქვს უკვე ასპირანტი ქვეყნის სტატუსი და ველით, რომ უკრაინასაც მიანიჭებენ,“ - აცხადებს ვადიმ პრისტაიკო.

განცხადება გააკეთა სამხედრო ექსპერტმა პაველ ფელგენგაუერიმ

„დღეს ვერავინ იტყვის, რომ ნატოს ხელმძღვანელობაში კონსესუსი არსებობს გაფართოებაზე, რადგან ჯერ გაურკვეველია როგორ განვითარდება რუსეთთან ურთიერთობა. არავინ იცის დაიძაბება თუ განიმუხტება. პირველ რიგში სწორედ ამას მიაქცევენ ყურადღებას,“ - განაცხადა პაველ ფელგენგაუერმა.

დღის ამბები