მიხეილ სააკაშვილს ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცეს. ეს სტატუსი საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჰოლანდიამ მიანიჭა. დოკუმენტი ჰოლანდიის სამთავრობო უწყებებმა სააკაშვილს დღეს გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააკაშვილი სოციალური ქსელით ავრცელებს.
უკრაინის მიერ მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ ეს ერთადერთი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია, რომელიც "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერს აქვს.
"დოკუმენტის აღების მიუხედავად ვაპირებ გავაგრძელო ბრძოლა უკრაინის მოქალაქეობის დასაბრუნებლად",-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.