20 ნოემბერი 2024,   13:11
ვრცლად
სააკაშვილი ჰოლანდიაშია - ვარშავიდან გამგზავრებამდე ექსპრეზიდენტს "კურიერი" შესაძლო ექსტრადირებაზე ესაუბრა

მიხეილ სააკაშვილი უკვე ჰოლანდიაში იმყოფება. ვარშავიდან გამგზავრებამდე „კურიერმა“ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ჰკითხა, რამდენად იყო შესაძლებელი, რომ პოლონეთის გენერალურ პროკურატურას დაეწყო პროცედურები სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით. 

„მათ ერთხელ უკვე მოიტყუეს, პოლონეთმა სექტემბერში უკვე ამხილა, რომ არსად მოუმართავთ, მეორე, ეტყობა იმიტომ დამყვებიან პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელი პირები, იმიტომ გვიცავენ ესე გაფაციცებით და იმიტომ იჩენენ ამდენ სითბოს, რომ ეტყობა საქართველოს პროკურატურისთვის გადასაცემად გვამზადებენ და უნდათ, რომ მოგვასუქონ, მოგვადუნონ ყურადღება და მერე შეგვფუთონ და გადაგვცენ. ეს ცირკები გათვლილია,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცეს. ეს სტატუსი საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჰოლანდიამ მიანიჭა. დოკუმენტი ჰოლანდიის სამთავრობო უწყებებმა სააკაშვილს დღეს გადასცეს.

დღის ამბები