მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია, უკრაინაში ოპოზიციური ძალებთან აქტიური ბრძოლის მხოლოდ დასაწყისია - განცხადება ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინული ტელეკომოანია "ნიუს უანის" ეთერში გააკეთა. პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერმა, რომელიც ამ დროისთვის ჰოლანდაში იმყოფება, განაცხადა რომ უახლოეს მომავალში ევროპის სხვადასხვა ყვეყანაში გამგზავრებას გეგმავს, სადაც უკრაინელი ოლიგარქების წინააღდეგ სანქციების შემოღების მიღწევას შეეცდება.
"ახლა, როგორეც არასდროს გაერთიანების დროა. ჩემი დეპორტაცია მხოლოდ დასაწყისია. ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ყველა ოპოზიციურ ძალას გაუსწორდეს. ჩემს არყოფნაში გაჩნდა შესაძლებლობა ვაჩვენოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საპროტესტო მოძრაობა. თუკი ახლა ოპოზიცია გვერდიგვერდ დადგება, ჩვენ ვერ გაგვტეხენ. ცალ-ცალკე კი ბევრს ჩემზე უარესი ბედი ელის. მე მიცნობენ მსოფლიოში. რა მოუვა იმ ადამიანებს, რომლებიც ადგილზე ებრძვიან კორუფციას და გავლენა არ აქვთ? მათ უბრალოდ გაანადგურებენ. შექმნილ ვითარებაში ერთადერთი რაც გვრჩება გაერთიანებაა და საერთო ძალებით ბრძოლაა. მსოფლიო საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, რომ გარდა ხელისუფლებაში მყოფი დანაშაულებრივი დაჯგუფებისა, უკრაინაში არსებობს ხალხი, რომელიც მათ ქმედებებს არ ეთანხმება,"-აცხადებს სააკაშვილი.