20 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
შრომითი უსაფრთხოების კანონპროექტი - ოპოზიცია უმრავლესობის პროექტს მხარს არ უჭერს

შრომითი უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის ირგვლივ პარლამენტში მწვავე დებატებია მოსალოდნელი. განხილვა დღეს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გაიმართება, თუმცა წინასწარ ცნობილია რომ ოპოზიცია პროექტს მხარს არ უჭერს.

დეპუტატები ამბობენ, რომ დასაქმებულების პრობლემა ამ რეგულაციებით ვერ მოგვარდება, რადგან მთავარი სირთულე ხშირ შემთხვევაში კორუფციული გარიგებებია. სახელისუფლებო გუნდში კი დარწმუნებულები, არიან რომ საკანონმდებლო ნორმით, დასაქმებულისა და დამსაქმებლის უფლებები თანაბრად დაცული იქნება.

"მოთხოვნილ ვერსიაში იყო, რომ მაქსიმუმი იყო 5000 ლარი ახლა შემოთავაზებულია 50 ათასი ლარი, რათა ბიზნესისთვის უფრო მომგებიანი იყოს შრომითი უფლებების დაცვა ვიდრე ჯარიმის გადახდა“- აცხადებს პარლამენამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.

"ნაციონალურ მოძრაობაში“ კანონპროექტს მხარს არ უჭერენ. რომან გოცირიძის აზრით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება პრობლემას ვერ მოაგვარებს.

დამატებითი ბიუროკრატიის შექმნად აფასებს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი შრომის ინსპექციის შექმნას. მისი თქმით, ამას პრევენციული ეფექტია არ ექნება.

"ეს ნორმები კანონში არსებობს, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ნორმები მოქმედებდეს და სახელმწიფო ეფექტურად მოქმედებდეს დასჯის კუთხით“-ამბობს ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები