ამ წუთებში მუსტაფა ემრე ჩაბუქთან საპატიმროში ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი იმყოფება. მან ჩაბუქის მონახულებამდე არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ჩაბუქის ექსტრადირებაზე.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის წინა საექსტრადიციო პატიმრობის ვადის ამოწურვამდე თითქმის 10 დღე დარჩა. ვადის ამოწურვამდე ქართულმა მხარემ უნდა გადაწყვიტოს, გადასცემს თუ არა ის დემირელის სკოლების მენეჯერეს თურქეთის რესპუბლიკას.
დემირელის” კოლეჯის წარმომადგენლის საფეთ ბაირაქ თუთანის განცხადებით, ევროპარლამენტარები შეთანხმდნენ, რომ ჩაბუქის გადაცემა არ უნდა მოხდეს. საფეთ ბაირაქ თუთანს იმედი აქვს, რომ ამას საქართველოს ხელისუფლება და სასამართლოც გაითვალისწინებს.