20 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
"ორივე კოლეგა დამეთანხმა რომ მუხთარლის საქმეზე ღრმა და გამჭვირვალე გამოძიება აუცილებელია" - რებეკა ჰარმსი

მუსტაფა ემრე ჩაბუქთან შეხვედრამდე რებეკა ჰარმსმა კიდევ ერთი გახმაურებული საქმის შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, აუცილებლად უნდა შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელმაც აფგან მუხთარლის საქმე სიღრმისეულად უნდა შეისწავლოს.

"ეს დებატები წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ჩემი ორივე კოლეგა დამეთანხმა რომ მუხთარლის საქმეზე ღრმა და გამჭვირვალე გამოძიება აუცილებელია. პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას ორივემ მხარდაჭერა გამოუცხადა. მე ვფიქრობ რომ უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლების ჩართვა ამ პროცესში აუცილებელია“-განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა რებეკა ჰარმსმა.

ეს განცხადება ჰარმსმა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში გააკეთა, სადაც მან საპარლამენტო უმრვალესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში - ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, უმრავლესობის წევრმა თამარ ხულორდავამ განაცხადა, რომ მზადაა მხარი დაუჭიროს, საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივას აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

"ეს იყო თემა, რომელზეც ევროპარლამენტის დეპუტატი საუბრობდა. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის ცუდი ჩვენი რეპუტაციისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის, ამიტომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა შესაძლოა იყოს გამოსავალი არსებული ცუდი ვითარებიდან,“ -განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

დღის ამბები