20 ნოემბერი 2024,   13:12
ვრცლად
მცირე მეწარმეებისთვის შეღავათები წესდება

პრემიერის განცხადებით, მცირე მეწარმეებისთვის შეღავათები წესდება. მცირე მეწარმედ ჩაითვლება პირი, რომელსაც შემოსავალი ექნება 50 ათასი ლარი. მცირე მეწარმეებისთვის ასევე მცირდება ბრუნვის გადასახადი და ის 1%-მდე ჩამოვა.

"მცირე მეწარმეებისთვის 5-ჯერ ვამცირებთ ბრუნვის გადასახადს, ანუ 5%-ის ნაცვლად იქნება 1%-იანი ბრუნვის გადასახადი. ამასთან, მცირე მეწარმედ თუ ითვლება 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო, 500 000 ლარამდე ბრუნვის საწარმო ჩაითვლება ამ კატეგორიაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შვება მცირე მეწარმეობაში დაკავებული ადამიანებისთვის, "- განაცხადა კვირიკაშვილმა.

დღის ამბები