06 ოქტომბერი 2024,   08:19
ვრცლად
სროლა პარკლენდის სკოლაში - თავდამსხმელი ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო, რომელიც ცუდი ყოფაქცევისთვის გარიცხეს

17 დაღუპული და 20-მდე დაშავებული - ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლენდში, რომელსაც 2017 წელს ყველაზე უსაფრთხო ქალაქის სტატუსი მიანიჭეს, 19 წლის ბიჭმა საზარელი თავდასხმა მოაწყო. შეიარაღებული მოზარდი საკუთარ სკოლაში შეიჭრა და თანატოლებსა და პედაგოგებს ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმის მოტივი უცნობია.

თავდამსხმელმა ცეცხლი გაკვეთილების დასრულებამდე 10 წუთით ადრე დაწესებულების გარეთ გახსნა და სამი ადამიანი მოკლა, შემდეგ სკოლის შენობაში შეიჭრა და პანიკის გამოწვევის მიზნით, სახანძრო განგაშის სიგნალი ჩართო. დერეფანში გამოსულ მოსწავლეებსა და სკოლის თანამშრომლებს დამნაშავემ უმისამართო ცეცხლი გაუხსნა.

ნიკოლას კრუზი ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო, რომელიც ცუდი ყოფაქცევისთვის გარიცხეს.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი თავდასხმიდან ერთ საათში, მეზობელ ქალაქში დააკავეს.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ფლორიდის გუბერნატორმა შტატში ორშაბათამდე გლოვა გამოაცხადა.

დაღუპულთა ოჯახებს სოციალური ქსელით მიუსამძიმრა პრეზიდენტმა ტრამპმაც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები