20 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
ზედავანისა და გადიდის მოსახლეობა სოფლების დამაკავშირებელი ხიდის აღდგენას ითხოვს

ზედავანისა და გადიდის მოსახლეობა სოფლების დამაკავშირებელი ხიდის აღდგენას ითხოვს. ხიდი რამდენიმე თვეა, ჩანგრეულია, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნის.

ადგილობრივებს „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა შეხვდა.

„მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოფლის გამგებელი მოვიდა, რომელმაც ლაპარაკში, ფაქტობრივად, ახალი სლოგანი შვა, ახალი ლოზუნგი „ქართული ოცნების“, ანუ პირდაპირ უთხრა ხალხს, რომ არც ისე გიჭირთ, როგორც წუწუნებთ. სოფელ-სოფელ ვივლი, შევადგენ პროგრამას და ხალხთან ერთად ეს პრობლემები უნდა გამოვასწოროთ,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

ადგილზე ზედავანის გამგებელიც იმყოფებოდა, რომელმაც სოფელში არსებული პრობლემები უარყო.

დღის ამბები