06 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
27 თებერვლიდან, ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოს მისამართი ბორის ნემცოვის მოედანზე იქნება

27 თებერვლიდან ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს მისამართი ოფიციალურად შეიცვლება. დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობის გვერდით მდებარე სკვერს მოკლული რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის სახელი მიენიჭა.

სიმბოლურად რუსი ოპოზიციონერის სახელობის მოედნის გახსნა მისი მკვლელობის მესამე წლისთავს ემთხვევა.

"პირველ რიგში, რა თქმა უნდა დიდი დამსახურება აქვს ვლადიმერ კარა-მურზას, რომელმაც მიმართა ქალაქის ხელმძღვანელობას. ასევე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, რომლის გარეშეც ეს არ მოხდებოდა. განსაკუთრებული დამსახურება კი ვაშინგტონის ქალაქის საბჭოს აქვს, რომელმაც აღიარა ამ ფაქტის მნიშვნელობა და სწრაფად იმოქმედა. ვაშინგტონში, სადაც 24 წელი ვიცხოვრე, გადაწყვეტილებები ზოგჯერ სწრაფად არ მიიღება, მაგრამ ამ შემთხვევაში ელვის სისწრაფით იმოქმედეს.

"მადლობელი ვარ, ამ მნიშვნელოვანი საქმის, რომელიც ძლიერი სიმბოლური სიგნალია არა მხოლოდ რუსი, არამედ მსოფლიოს ხალხისთვის, რომ ვაშინგტონი ამას ყურადღებას აქცევს. მე ველოდები იმ დღეს, როდესაც რუსი დიპლომატები იამაყებენ, რომ მათი საელჩო ბორის ნემცოვის მოედანზე მდებარეობს"- აცხადებს მაიამის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ კრამერი.

დღის ამბები