20 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
საქართველომ ჩაბუქის ექსტრადირებაზე უარი უნდა თქვას - რებეკა ჰარმსმა საპატიმროში ჩაბუქი მოინახულა

ევროპარლამენტარმა, რებეკა ჰარმსმა მუსტაფა ემრე ჩაბუქი მოინახულა. მან სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულება დატოვა. დემირელის სკოლების მენეჯერთან შეხვედრა, დაახლოებით, 2 საათს გაგრძელდა. რებეკა ჰარმსი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთს არ გადასცეს.

რებეკა ჰარმსმა მუსტაფა ემრე ჩაბუქი მეორედ მოინახულა. ის პირველად მასთან საქართველოში ვიზიტის დროს, ივლისში იმყოფებოდა. 

„რეალურად შეშფოთებული ვარ, რომ ის კვლავ ციხეშია. მე აქ გასული წლის ივლისში ვიყავი, ახლა 2018 წლის თებერვალია და მისი საკითხი ისევ გადაუწყვეტელია. მე აქ ვარ, როგორც ევროპარლამენტის წევრი, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ის არ უნდა იჯდეს ციხეში. დარწმუნებული ვარ, რომ ის არის მასწავლებელი და არა ტერორისტი. მის წინააღმდეგ ბრალდებების არ მჯერა და იმედი მაქვს, რომ არ უნდა მოხდეს მისი თურქეთში ექსტრადირება. ჩაბუქი უკვე მე-15 წელია, საქართველოში მასწავლებელია. ის ძალიან რთულ დროს ჩამოვიდა საქართველოში, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ის რეალურად მეგობარია ამ ქვეყნის. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩაბუქს თურქეთში უკან გაგზავნიან, მას ციხეში გაუშვებენ და სამართლიანი სასამართლოს იმედი არ ექნება,“- განაცხადა რებეკა ჰარმსმა. 

განცხადება დემირელის სკოლების მენეჯერის ადვოკატმაც გააკეთა. მისი თქმით, ჰარმსის მიერ ჩაბუქის საპატიმროში მონახულება, არის უდიდესი მხარდაჭერა და ის იმედოვნებს, რომ 18 თებერვალს საქალაქო სასამართლო მიიღებს მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას და თურქეთს არ გადასცემენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები