20 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო გადაცდომების გამოძიებისთვის ახალი ინსტიტუტი იქმნება

საქართველოში ახალი ინსტიტუტი შეიქმნება, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო გადაცდომებს გამოიძიებს. სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

ინიციატივასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ დეტალური განმარტებები იუსტიციის მინისტრმა გააკეთა.

„შეიქმნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ორი უმთავრესი ფუნქციით. პირველი, იქნება სამართალდამცავი სტრუქტურების და მათი წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ზოგიერთი კატეგორიის დანაშაულის გამოძიება, ეს გახლავთ წამება, წამების მუქარა, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. მეორე უმნიშვნელოვანესი მიმართულება სახელმწიფო ინსპექტორის იქნება, ზუსტად ის ფუნქციები, რასაც დღეს ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახორციელებს,“ - განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას არ იზიარებს, სადაც პროკურატურისგან დამოუკიდებლად გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ. თეა წულუკიანი განმარტავს, რომ მესამე სექტორს მეორე პროკურატურის შექმნის იდეა აქვთ და მთავრობა არ დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას.  

„ტრადიციულ მოთხოვნას, რომ საქართველოში შეიქმნას მეორე დევნის ორგანო ანუ პროკურატურა, ამაზე პასუხი არის უარყოფითი. ჩვენ არც რაიმე საერთაშორისო ვალდებულება გვაქვს, არც ევროპული სტანდარტია ასეთი. ამბობენ რა ისინი ამას, ვერ ასახელებენ ვერცერთ ევროპულ ქვეყანას, სადაც არსებობს ორი პროკურატურა, ჩვენს ქვეყანაშიც ეს ვერ იარსებებს და ეს არ არის ეს ჩვენი ნება,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები