20 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
შრომის უსაფრთხოების ახალი კანონპროექტი - ბიზნეს ასოციაციებსა და პროფკავშირებს საკუთარი შენიშვნები აქვთ

შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალ კანონპროექტს მეორე მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტზე განიხილავენ.

ცვლილებებში, რომელიც ერთკვირიანი კონსულტაციების შემდეგ შეჯერდა, გაზრდილია სანქციების ოდენობა იმ საწარმოებისთვის, რომლებიც შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს დაარღვევენ. ცვლილებების მიხედვით ასევე იზრდება შრომის ინსპექტორის უფლებამოსილებები.

შეხვედრას ბიზნეს ასოციაციებისა და პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებიან.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სანქციები არ არის გამოსავალი, გამოსავალია ეფექტური სისტემის შექმნა.

,,სანქციებით და დაჯარიმებებით, განსაკუთრებით, ასტრონომიული ციფრებით, რომელიც აქ გვესმის ვერ მივაღწევთ ეფექტური სისტემის შექმნას“,- აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა ნანუაშვილი.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ სანქციები ვინმეს უსაფუძვლოდ დასასჯელად არ მკაცრდება. 
,,ადამიანები და ბიზნესი, რომელიც არაფრად აგდებს იმ საკანონმდებლო სივრცეს, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ბუნებრივია ის გარკვეულ პასუხისმგებლობას და ფინანსურ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს.

მოძრაობა ”მწვანე მუშტის” აქტივისტი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ არსებული კანონპროექტი არის ფარსი და ის მუშათა უსაფრთხო საქმიანობის კუთხით ვერაფერს შეცვლის.

დღის ამბები