20 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
ვალდებულებები ბიზნესისთვის - ახალი კანონპროექტი შრომის უსაფრთხოების მენეჯერების ყოლას ითვალისწინებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შრომის უსაფრთხოების ახალ კანონპროექტსა და შრომის ინსპექტირების მექანიზმებზე საუბრობს.

თამილა ბარკალაია აცხადებს, რომ კანონპროექტი მხოლოდ პრობლემის აღმოფხვრაზე არის ორიენტირებული. მისი განცხადებით, სანქციები არ არის ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ამ კანონის ფარგლებში არის გათვალისწინებული.

,,შრომის ინსპექტირების მექანიზმია კარგად გაწერილი, გარდა ამისა, არის ვალდებულებები ბიზნესისათვის, იმისათვის, რომ შრომის უსაფრთხოების მენეჯერები ჰყავდეთ“-აცხადებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია.

პროექტის დადებით მხარეებზე საუბრობს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

,,ოქროს შუალედი იმ ორ ლეგიტიმურ ინტერესს შორის, რომ საკანონმდებლო ორგანო ხელს უნდა უწყობდეს სამუშაო ადგილების შექმნას, მაგრამ ისეთი სამუშაო ადგილების, რომელიც უსაფრთხო იქნება“- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალ კანონპროექტს მეორე მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტზე განიხილავენ.

ცვლილებებში, რომელიც ერთკვირიანი კონსულტაციების შემდეგ შეჯერდა, გაზრდილია სანქციების ოდენობა იმ საწარმოებისთვის, რომლებიც შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს დაარღვევენ. ცვლილებების მიხედვით ასევე იზრდება შრომის ინსპექტორის უფლებამოსილებები.

შეხვედრას ბიზნეს ასოციაციებისა და პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებიან.

დღის ამბები