06 ოქტომბერი 2024,   08:35
ვრცლად
გერმანიის დედაქალაქში დღეს რიგით 68-ე კინოფესტივალი იხსნება

გერმანიის დედაქალაქში დღეს რიგით 68-ე კინოფესტივალი იხსნება. მომდევნო 11 დღის განმავლობაში ბერლინალეზე 400-მდე ფილმს უჩვენებენ, თუმცა ისტორიაში პირველად წელს კინოფესტივალს ანიმაციური სურათი გახსნის. 

ამერიკელი რეჟისორის, უეს ანდერსონის "ძაღლების კუნძული." საკონკურსო სიაში 19 ფილმია შესული.

მთავარი ჯილდოების, ოქროსა და ვერცხლის დათვის ქანდაკებების მფლობელებს კი ჟიური, გერმანელი რეჟისორის ტომ ტიკვერის ხელმძღვანელობით, გამოავლენს. სექსუალური შევიწროების ბრალდების გამო წელს ფესტივალის პროგრამიდან რამდენიმე ფილმის ჩვენება ამოიღეს.

გავრცელდა ონლაინ პეტიციაც, რომლის ავტორებიც ბერლინალეს წითელი ხალიჩის შავით ჩანაცვლებას ითხოვდნენ. პეტიციას 20 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

დღის ამბები