06 ოქტომბერი 2024,   08:21
ვრცლად
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრა - ტილერსონი ანკარაში ჩავიდა 

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი თურქეთის პრეზიდენტს ანკარაში შეხვდა.

თურქეთში, რექს ტილერსონი 5 დღიან ტურნეს ფარგლებში, ორ სახელმწიფოს შორის, ბოლო პერიოდში, არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე ჩავიდა.

სახელმწიფო მდივანმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.

საუბარი ასევე ერაყსა და სირიაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასაც შეეხო. ადგილობრივი მედიასაშუალებები წყაროზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ვაშინგტონის მხრიდან ქურთების მხარდაჭერის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

პირისპირ შეხვედრა 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

დღის ამბები