06 ოქტომბერი 2024,   08:23
ვრცლად
აშშ-ს საჰაერო იერიშისას სირიაში, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეები დაიღუპნენ - რუსეთის საგარეო უწყება

შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად, სირიაში სავარაუდოდ რუსეთის 5 მოქალაქე დაიღუპა- განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების პრეს-სპიკერმა გააკეთა.

მარია ზახაროვას განმარტებით, მათ შორის რუსეთის მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები არ არიან.

მისივე თქმით, დაბომბვის შედეგად დაჭრილების შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება უახლოეს მომავალში გადაამოწმებს. პარალელურად, სააგენტო ,,როიტერსი" , წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სირიაში დაიღუპა ან დაიჭრა რუსეთის 300-მდე მოქალაქე.

დღის ამბები