06 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
ოფიციალურ ბერლინს ერდოღანის ხელისუფლებასთან პრეტენზიები აქვს

ოფიციალურ ბერლინს ერდოღანის ხელისუფლებასთან  პრეტენზიები აქვს. ანგელა მერკელმა თურქეთის პრემიერს ორმხრივ შეხვედრაზე დაკავებული თურქი ჟურნალისტის გათავისუფლება მოსთხოვა, რომელიც გერმანულ გამოცემაში მუშაობს.

დენიზ იუკელი თურქეთის ხელისუფლებამ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ტერორიზმის პროპაგანდისა და ძალადობის წახალისების ბრალდებით დააპატიმრა.

გერმანიის კანცლერმა ბინალი ილდირიმს ჟურნალისტის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე მიუთითა და იმედი გამოთქვა, რომ ოფიციალური ანკარა სამართლიან სასამართლო პროცესს უზრუნველყოფს.

თურქეთის პრემიერმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ჟურნალისტის ბრალეულობა სასამართლომ უნდა დაადგინოს.

მან იმედი გამოთქვა, რომ დენიზ იუკელი გამართლდება, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. 

დღის ამბები