20 ნოემბერი 2024,   13:15
ვრცლად
,,მაღალჩინოსნები მალავენ კოლოსალურ შემოსავლებს,"- ირაკლი ნადირაძე 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე პრემიერის დეკლარაციაში არსებულ შეუსაბამობაზე მიუთითებს. 

ნადირაძე ირწმუნება, რომ საზოგადოების ხარჯზე გამდიდრებული მაღალი თანამდებობის პირები კოლოსალურ თანხებს მალავენ.

საქმე ეხება ქონებრივ დეკლარაციაში გამოვლენილ დარღვევებს. 

,,მაღალჩინოსნები, რა თქმა უნდა, მალავენ კოლოსალურ შემოსავლებს, მდიდრდებიან ჩვეულებრივი ადამიანების ხარჯზე. ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, რომელმაც დამალა საკუთარი შემოსავალი ოფშორებიდან დაწყებული გაზპრომით დამთავრებული. ახლა ვნახეთ, რომ კვირიკაშვილის შემოსავალი იმიტომ იზრდება, რომ მამამისმა აჩუქა თანხები და მამამისი არსად მუშაობს. რა თქმა უნდა, ეს არის ფარსი და ისევდაისევ მოსახლების მოტყუება“- აცხადებს ნადირაძე.

 

დღის ამბები