20 ნოემბერი 2024,   13:16
ვრცლად
დაკავებები კიევში - დეპორტირებული ქართველების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს

"კურიერის" ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაიზრდება - ქვეყანაში 20 თებერვლიდან მასშტაბურ რეიდებს ელოდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ წუთებში დეპორტაციისთვის ამზადებენ ბატალიონ „დონბასის“ წევრს, საქართველოს მოქალაქე ლუკა ჩხეტიას. ის სამართალდამცველებმა დღის ბოლოს სოლო-მენსკის სასამართლოსთან, საპროტესტო აქციაზე 40-მდე ადამიანს შორის დააკავეს.

თვითმხილველთა ინფორმაციით, ის სასტიკად ნაცემია. სამართალდამცველებთან დაპირისპირება აქციაზე მას შემდეგ მოხდა, რაც სასამართლომ კორუფციაში ეჭვმიტანილი ოდესის მერი, გენადი ტრუხანოვი თავდებით გაათავისუფლა.

მომიტინგეების ცნობით, სასამართლო დარბაზში და შენობასთან, ე.წ. ტიტუშკების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული. 

დღის ამბები