06 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
ფლორიდის სკოლაში მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს

ფლორიდის სკოლაში მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. ნიკოლას კრუზმა, რომელმაც 17 ადამიანი მოკლა დანაშაულიც აღიარა.

ფლორიდაში თავდასხმის დროს დაღუპულებს გლოვობენ. პარკლენდის სკოლასთან კრუზის მიერ მოკლული მოსწავლეების ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო.

სკოლაში მომხდარ თავდასხმას FBI იძიებს. სამართალდამცველებისთვის მოტივი კვლავ უცნობია. თუმცა გაირკვა, რომ ერთი წლის წინ ნიკოლას კრუზი სოციალურ ქსელებში ფერადკანიანებისა და მუსლიმების წინააღმდეგ უცენზურო პოსტებს აქვეყნებდა.

პარკლენდის სკოლაში, სადაც 19 წლის ბიჭმა 17 ადამიანი მოკლა, სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა.

ფლორიდაში გამგზავრებას აპირებს დონალდ ტრამპი, რომელმაც მომხდარის შემდეგ პირველი საჯარო განცხადება გააკეთა და მსხვერპლთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

პრეზიდენტის ბრძანებით 19 თებერვალი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დაწესებულებებზე დროშებს დაუშვებენ.

დღის ამბები