20 ნოემბერი 2024,   13:16
ვრცლად
,,ქართული ოცნების" შენახვა ქუთაისს 1 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება - ენმ 

,,ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, ქუთაისის მერია ხელფასებსა და ბიუროკრატიულ ხარჯებს ზრდის.

შუშანია ამბობს, რომ ამის გამო ოთხი წლის განმავლობაში ქუთაისელებს თვითმმართველობის შენახვა მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება. მისი თქმით, ოპოზიციამ უმრავლესობას რეკომენდაციებით მიმართა, თუმცა ხელისუფლებამ არაფერი გაითვალისწინა.

,,ქართული ოცნების“ მმართველობა დამატებით დაუჯდებათ 1 მილიონ 888 000 ლარი, რაც საკმარისი იქნებოდა 4 ახალი ბაღის ასაშენებლად, ასევე დეკემბრის თვეში 95 ათასი ლარის პრემია გაიცა, რაც საკმარისი იქნებოდა იმ ქუთაისელებისთვის, რომლებიც გადაუხდელობის გამო ახალ წელს დენის გარეშე დარჩნენ“- ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე შუშანია.

დღის ამბები