20 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
,,კრიმინოგენული სიტუაცია უახლოვდება 90-იანი წლების მდგომარეობას“ - ენმ შს მინისტრს მიმართავს 

,,ნაციონალური მოძრაობა’’ შს სამინისტროს მოუწოდებს გვერდზე გადადოს სტატისტიკის და რეალურად შეუდგეს დანაშაულებების გახსნას.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მელიქიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დღეს არსებული კრიმინოგენული ვითარება 90-იანი წლების მდგომარეობას უახლოვდება.

,,ნაციონალურ მოძრაობაში“ გამართულ ბრიფინგზე ბოლო დროს მომხდარ იმ გახმაურებულ მკვლელობებზე ისაუბრეს, რომლებიც ამ დრომდე არ გახსნილა.

,,არ ვიცი, რომელი სტატისტიკით იწონებს თავს შს სამინისტრო, როდესაც ნიგურიანი საკუთარი სახლის წინ ჩაცხრილეს შვილების თვალწინ, ორი თვეა გასული და დღემდე მკვლელი არა რის დაკავებული. არ ვიცი რომ სტატისტიკას ეყრდნობა შს სამინისტრო, როდესაც გენერალ;ი ქუთათელაძე საკუთარ სამსახურში მოკლეს, როდესაც ოჯახში შეუვარდნენ დოდო გუგეშაშვილს და მოუკლეს შვილი“- აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.

შს სამინისტროში დღეს ბრიფინგი გაიმართა, სადაც საქართველოსა და უცხოეთში ბოლო დროს გახსნილი დანაშაულებების სტატისტიკა წარმოადგინეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები