20 ნოემბერი 2024,   13:17
ვრცლად
ნაძალადევის რაიონში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მაისში დასრულდება 

თბილისის მერმა ნაძალადევის რაიონში მიმდინარე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა მოინახულა. სპორტულ კომპლექსში კრივის არენა, ტანვარჯიშის დარბაზი, საჭიდაო მოედანი და დახურული ტიპის საცურაო აუზები განთავსდება. სრული დატვირთვის შემდეგ ცენტრი 1500-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ ერთ-ერთი საუკეთესო გამაჯანსაღებელი ცენტრი და არა მხოლოდ აქ მცხოვრებ ადამიანებს. ნებისმიერ ადამიანს შეეძლება აქ მოსვლა. ასევე შშმ პირებისთვის არის ცალკე მიმართულება. შეუძლიათ მობრძანდნენ და გამოიყენონ სპორტული კომპლექსი. 2 მილიონზე მეტი ჯდება ამ პროექტის განხორციელება. დაახლოებით 2 მილიონ 600 ათასი და მაისში დასრულდება სამუშაოები,“-განაცხადა კახა კალაძემ.

კახი კალაძემ ადგილზე ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზეც ისაუბრა. თბილისის მერის თქმით, გამოინახა თანხები იმისთვის, რომ მოხედეს 100 ახალი ავტობუსის შეძენა. კალაძის განცხადებით, შესყიდვის პროცესი წელს დაიწყება.  

დღის ამბები