20 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
დაპირისპირება პარლამენტში - მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა კობახიძესთან შეხვედრა დატოვეს


ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონის განხილვა. დაპირისპირება მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და პარლამენტის თავმჯდომარე შორის დაიწყო.  შეხვედრა ტელეკომპანია ,,კავკასიას“ დირექტორმა და რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენელმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე იცავდა ამ კანონს და აიძულებდა დეპუტატებს კენჭისყრისას მათაც დაეჭირათ მხარი პროექტისთვის.

,,პარლამენტის თავმჯდომარე არის დესტრუქციული პერსონა. ის ნამდვილად არ შეეფერება ამ თანამდებობას. მან არ მათქმევინა ჩემი სათქმელი, ორი წინადადების მერე შემაწყვეტინა. შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ კაცი 10-15 წუთი მეძახდა, რომ ვიტყუები, სინამდვილეში ჩვენ მოვუტანეთ ციფრები, რომლითაც ვადასტურებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ წინა შეხვედრაზე არასწორი მონაცემები თქვა. წინა შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ბაზარი წინა წლებში იზრდებოდა, ჩვენ მოვიტანეთ ციფრები, სადაც დასტურდება, რომ იკლებდა 2014 წლის შემდეგ,“-ამბობს ჯანგირაშვილი.

სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის იურისტი თამთა მურადაშვილი კი აცხადებს, რომ სხდომა კონსტრუქციული უნდა ყოფილი, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე იყო აგრესიული.

,,წინასწარი განწყობა იყო, რომ პარლამენტის თავჯდომარე იყო  აგრესიული და არანაირ არგუმენტაციას სარეკლამო ბაზრის კლების ტენდენციასთან დაკავშირებით კატეგორიულად არ იღებდა. თუ ადამიანი მოტივირებულია, რომ გაიგოს სიმართლე , მაშინ ის უნდა დაფიქრდეს და შეაჯეროს ორივე მხარის პოზიცია...ვფიქრობ, ამ დისკუსიას აზრი არ აქვს , იმიტომ რომ ტრიბუნასთან ვხედავდით საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარეს სავარაუდოდ და არა პარლამენტის თავმჯდომარეს“- ამბობს მურადაშვილი.

მაუწყებლის შესახებ კანონის უარყოფით მხარეებზე საუბრობს ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორიც. ლაშა ტუღუშს აინტერესებს ვინ დგას აღნიშნული კანონის უკან და ვის ინტერესებში შედის მისი მიღება-ამოქმედება. 

დღის ამბები