20 ნოემბერი 2024,   13:15
ვრცლად
ფარცხალაძე გახლავთ პრინცის, ბერა ივანიშვილის მეგობარი და მეეჭვება პროკურატურამ აღძრას სისხლის სამართლის საქმე - დათუკიშვილი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მარიკა დათუკიშვილი ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს.

დათუკიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას  ეხმაურება, რომელშიც ოთარ ფარცხალაძის კომპანიისთვის მიწის გადაცემის საკითხი მოხვდა.

აუდიტის სამსახურის საბოლოო დასკვნაში აღნიშნულია, რომ მერიამ ფარცხალაძის კომპანიას განსაკუთრებული პირობები შეუქმნა, რითაც უკონკურენტო გარემო შეიქმნა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მარიკა დათუკიშვილი აღნიშნავს, რომ პროკურატურა ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიებას არ დაიწყებს, რადგან ფარცხალაძე ბერა ივანიშვილის ახლობელია.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვიცით ვინ არის ფარცხალაძე, რომელიც გახლავთ პრინცის, ბერა ივანიშვილის მეგობარი, ძალიან მეეჭვება, რომ იმ პროკურატურამ, რომელიც ფარცხალაძის კადრებით არის დაკომპლექტებული დღეს, ბერა ივანიშვილს გაუწიოს წინააღმდეგობა და ფარცხალაძის წინააღმდეგ აღძრას სისხლის სამართლის საქმე,“ - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

თუმცა, დათუკიშვილი იმედოვნებს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება არა მხოლოდ ოთარ ფარცხალაძეს, არამედ თბილისის ყოფილ მერს, დავით ნარმანიასაც

„აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც ფარცხალაძეს მოუწევს სისხლის სამართლის პასუხისგება ამ კონკრეტულ საკითხზე, ისევე, როგორც ნარმანიას, რომელმაც აბსოლუტურად კანონდარღვევით მიიღო გადაწყვეტილება ფარცხალაძესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა დათუკიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები