20 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
ფარცხალაძეს ქალაქის მერიამ ჩაუწყო პირობები, რომ მას ფინანსურად ეხეირა - გიორგი გაბაშვილი

„აქ პირდაპირ ჩანს, რომ ფარცხალაძეს ქალაქის მერიამ ჩაუწყო პირობები იმისთვის, რომ მას ფინანსურად ეხეირა,“ - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო - თბილისის“ თავმჯდომარემ, გიორგი გაბაშვილმა სახელმწიფო აუდიტის დასკვნის შეფასებისას გააკეთა.

აუდიტის სამსახურის საბოლოო დასკვნაში აღნიშნულია, რომ მერიამ ფარცხალაძის კომპანიას განსაკუთრებული პირობები შეუქმნა, რითაც უკონკურენტო გარემო შეიქმნა.

გიორგი გაბაშვილის თქმით, ფარცხალაძის წინააღმდეგ აუდიტის დასკვნის საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

„ეს არის შავით თეთრზე უკვე აუდიტის დასკვნაში და მიუხედავად იმის, რომ ფარცხალაძე თავს დაესხა წინა აუდიტის სამსახურის უფროსს, ეს მაინც დღეს უკვე ოფიციალური დოკუმენტია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გამოძიებაც უნდა დაიწყოს და ყველა შეკითხვას უნდა პასუხი გაეცეს,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

დღის ამბები