20 ნოემბერი 2024,   13:17
ვრცლად
გამორიცხულია, კალაძე წავიდეს ფარცხალაძის წინააღმდეგ - ალეკო ელისაშვილი

„გამორიცხულია, კალაძე წავიდეს ფარცხალაძის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ფარცხალაძე არის ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარი. კალაძე ახლა გაუბედავს ბერა ივანიშვილის მეგობარს რამეს, რომ პასუხი მოსთხოვოს?“ - ეს განცხადება, ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის შეფასებისას გააკეთა.

აუდიტის საბოლოო დასკვნაში აღნიშნულია, რომ თბილისის მერიამ ფარცხალაძის კომპანიას განსაკუთრებული პირობები შეუქმნა, რითაც უკონკურენტო გარემოს გამო მერიამ ფინანსურად იზარალა.

ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ გამოძიება არ დაიწყება, მიზეზად კი ფარცხალაძის და „ქართული ოცნების“ კავშირებს ასახელებს.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თბილისის ყოფილ მერთან ერთად, ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.

„ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, ნარმანიასაც, ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელსაც, ვინც გამოაცხადა ეს კონკურსი, ყველას გაამწკრივებდნენ პროკურატურის მეშვეობით ციხეში, ამის გამოც მათ შორის, და კიდევ სხვა რამეების გამო. ჩვენთან რა მოხდება, დასკვნა გამოქვეყნდა, ამოვიოხრებთ, ვიტყვით სად ვცხოვრობთ და მშვიდად და უსინდისოდ განაგრძობენ ცხოვრებას, როგორც კორუფციის მფარველი ნარმანია და ასევე, ბოტასების ქურდი და აგერ უკვე ჩვენი მიწების მიმთვისებელი ფარცხალაძე,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები