06 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
სააკაშვილის გაძევება უკრაინიდან - ადვოკატმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები დავას სტრასბურგის სასამართლოში იწყებენ. რუსლან ჩერნოლუცკიმ უკვე მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და უკრაინის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევების საკითხზე სარჩელი შეიტანა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ კანონი დაარღვია, როდესაც ქვეყნიდან გააძევა პირი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი.

პარალელურად უკრაინის უზენაესმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ დაწყებული დავის განხილვა შეაჩერა.

ამის მიზეზი სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა გახდა, რომელიც მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ეხება. უფლება დამცველებს მიაჩნიათ რომ კოლეგია დარღვევებით ჩამოყალიბდა. განხილვა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განახლდება. 

დღის ამბები